მთავრობის "საჩუქარი" საპატრიარქოს არჩევნების წინ - რას ამბობენ "ოცნებაში"
მთავრობის "საჩუქარი" საპატრიარქოს - "ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ საპატრიარქოსთვის დამატებით 35 000 000 ლარის გადაცემის უკან პოლიტიკური გეგმები არ დგას.
არჩილ თალაკვაძის თქმით, დახმარების მიმღებთა შორის არიან საპატრიარქოს დაფუძნებული სკოლები და სოციალური მზრუნველობის ფუნქციის მქონე დაწესებულებები არიან. მათი დახმარება კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
აქ მნიშვნელოვანია, ჩავხედოთ ისტორიას. არ არის ეს სკოლები და სოციალური დაწესებულებები არჩევნებისთვის შექმნილი. ისინი წლებია არსებობს და წლების განმავლობაში საპატრიარქო ამ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს მათ შორის მთავრობის მხარდაჭერით. ეს მხარდაჭერა გრძელდება და გაგრძელდება.
მივესალმებით პრემიერ-მინისტრის და მთავრობის ამ გადაწყვეტილებას. საქმე ეხება სკოლებს, საქმე ეხება სოციალური მზრუნველობის ფუნქციის მქონე დაწესებულებებს, რომლებისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია"- თქვა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის N375-ე განკარგულება - 15 მარტით დათარიღებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მთავრობა საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ 50 დაწესებულებას 35 მილიონ ლარს მისცემს.
დახმარების მიმღებთა შორის არიან საპატრიარქოს დაფუძნებული სკოლები, თბილისისა სასულიერო აკადემია და სემინარია, ახალგაზრდული სახლი, საპატრიარქოს განათლებისა და კულტურული ღონისძიებების განვითარების ფონდი და სხვა.
ცნობისთვის, საპატრიარქო, კონკორდატის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 25 მილიონი ლარითაც ფინანსდება.
რამდენიმე დღის წინ მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას 1 ლარად მიწის ნაკვეთები გადასცა.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი