"ოცნების" ფუჭი გასროლა - ნაცვლიშვილი კობახიძის განკარგულებაზე
"ეს არის რუსული ხელისუფლების მორიგი მცდელობა, რომელსაც არანაირი წარმატება არ ექნება" - "ლელოს" ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება საპატრიარქოსთვის 35 მილიონის ჩუქებით წინასაარჩევნოდ ეკლესიის გულის მოგებას ცდილობს.
პარლამენტის წევრის თქმით, "ქართული ოცნების" ეს სვლა "ფუჭი გასროლაა":
"თუ მათ მართლა გული შესტკივათ ეკლესიაზე და სულიერებაზე, მაშინ მათი უსაფრთხოების სამსახურები არ უნდა უსმენდნენ (ფარულად) სასულიერო პირებს, მაშინ ისინი რეალურ საქმეს უნდა აკეთებდნენ იმისთვის, რომ ეკლესია-მონასტრები ამ ქვეყანაში არ ირეცხებოდეს, უნიკალური ხატები არ იკარგებოდეს"- თქვა ნაცვლიშვილმა.
ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის N375-ე განკარგულება - 15 მარტით დათარიღებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მთავრობა საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ 50 დაწესებულებას 35 მილიონ ლარს მისცემს.
დახმარების მიმღებთა შორის არიან საპატრიარქოს დაფუძნებული სკოლები, თბილისისა სასულიერო აკადემია და სემინარია, ახალგაზრდული სახლი, საპატრიარქოს განათლებისა და კულტურული ღონისძიებების განვითარების ფონდი და სხვა.
ცნობისთვის, საპატრიარქო, კონკორდატის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 25 მილიონი ლარითაც ფინანსდება.
რამდენიმე დღის წინ მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას 1 ლარად მიწის ნაკვეთები გადასცა.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი