"ოცნება" პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება - თალაკვაძე ზურაბიშვილს მოტივირებულ შენიშვნებს უწუნებს
პარლამენტის ვიცე-სპიკერი პრეზიდენტის წინააღმდეგ - არჩილ თალაკვაძე სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს და ამტკიცებს, რომ “საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაედო იმას, რომ საარჩევნო სისტემა ყოფილიყო თავისუფალი პარტიების ჩარევისგან, რაც მისი თქმით, გაუმართლებელია".
თალაკვაძე ამბობს, რომ ის, რასაც ვეტოში ასაბუთებს სალომე ზურაბიშვილი, ასეთი რეკომენდაცია ვენეციის კომისიას არ აქვს.
ვეტო დაედო იმას, რომ საქართველოს საარჩევნო სისტემა ყოფილიყო დაცული და თავისუფალი პარტიების და პოლიტიკური ჩარევისგან; რომ არჩევნები არ იყოს ყოველ 6 თვეში პოლიტიკური ვაჭრობის საგანი და რომ ხმები, რომელსაც თქვენ აფიქსირებთ არჩევნებზე, არანაირი მანიპულაციის სუბიექტი არ გახდეს. ეს იყო ჩვენი მიზანი რატომაც მივიღეთ კანონი, რომ საქართველოს არჩევნები მომავალში აღარასდროს გახდეს სპეკულაციის საგანი და ვერავინ გამოუცხადოს მას ბოიკოტი, საბოტაჟი და არავინ მიაყენოს ჩრდილი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ არჩევნებს. ამისთვის მივიღეთ ეს კანონი. არც ასეთი რეკომენდაცია არ აქვს ვენეციის კომისიას, ეს მოდელი შემოიტანეთ, რასაც ახლა რადიკალური ოპოზიცია გვთავაზობთ და რასაც ვეტოში ასაბუთებს სალომე ზურაბიშვილი", - ამბობს თალაკვაძე.
შეგახსენებთ, რომ "ოცნებამ" დღეს ცესკოს თამჯოდმარის არჩევის წესთან დაკავშირებით პრეზიდენტის რიგით მეხუთე ვეტო უნდა დაძლიოს.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი