გომელაურის სიძის გამო დასჯილი პოლიციელის ოჯახი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს
გომელაურის სიძის გამო დასჯილი პოლიციელის, ანდრია სიხარულიძის ოჯახი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს. სიხარულიძეებმა ამ მოთხოვნით განცხადება ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციაშიც უკვე შეიტანეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მშობლები ამტკიცებენ, რომ მათ შვილი უკანონო პატიმარია და ის ციხეში გამოგონილი ბრალდებით მხოლოდ იმის გამო გაუშვეს რომ ვახტანგ გომელაურის ნასვამი სიძის გაჩერება გაბედა.
ბოლო ადგილი ეს არის, პრემიერ-მინისტრი კობახიძე, რომელსაც სხვებთან შედარებით უფრო მეტი იურიდიული განათლება აქვს. გადახედოს მოსამართლის განჩინებას რა დასკვნა აქვს გამოტანილი - 7 წელიწადი როგორ მისცა.
ეს ბიჭი დიდი ზეწოლის ქვეშაა, ნახევარი კაცია. პოლიციელმა ხელებშეკრულს თავში ურტყა ფეხები, დღეს ჩემ შვილს თვალის პრობლემა აქვს"- ამბობს დაკავებულის მამა.
ანდრია სიხარულიძის საქმეზე სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება "ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში" გავიდა.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი