სიორიძის თანამდებობის გაუქმება "ლელოს" მიმართ შურისძიებაა - ანა ნაცვლიშვილი
"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ცესკოს თავჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი სიორიძის თანამდებობის გაუქმება "ლელოს" მიმართ შურისძიებაა.
ნაცვლიშვილის თქმით, ეს არც სიორიძეს შეასუსტებს და არც "ლელოს".
ამ კანონმდებლობის მიღება, რომელსაც "ოცნება" საბოლოოდ ვეტოს დაძლევით შეძლებს, არის პირდაპირი და უხეში დარღვევა ევროკავშირის 9 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი საკვანძო რეკომენდაციის. მათი ერთ-ერთი სამიზნე გახლდათ "ლელოს" წევრი და ზოგადად, პარტია და გადაწყვიტეს, რომ ეს პროცესი, მათ შორის "ლელოზე" შურისძიებისთვის გამოეყენებინათ. თუმცა მათი ეს მცდელობა ძალიან უბადრუკი მცდელობა არის, იმიტომ, რომ გიორგი სიორიძის თანამდებობის გაუქმება, არც თავად გიორგი სიორიძეს და არც "ლელოს" ერთი წუთითაც ვერ შეასუსტებს".- ამბობს ნაცვლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ "ოცნებამ" დღეს ცესკოს თამჯოდმარის არჩევის წესთან დაკავშირებით პრეზიდენტის რიგით მეხუთე ვეტო უნდა დაძლიოს.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი