საქართველოს დავალებებს ვერავინ მისცემს - კობახიძე
საქართველოს დავალებებს ვერავინ მისცემს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მეგობრების რჩევას გაითვალისწინებენ, თუმცა იქვე დასძინა, რომ "საქართველო მოქმედებს არა დავალებებით, არამედ საკუთარი სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად".
მთავრობის მეთაური ამტკიცებს, რომ საქართველოში სამართლიანი არჩევნები ჩატარდება.
საქართველოს არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ვერავინ საქართველოს დავალებებს ვერ მისცემს, მათ შორის ვერც ერთი მეგობარი და პარტნიორი. საქართველოს არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და მოქმედებს არა დავალებებით, არამედ საკუთარი სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად. რაც შეეხება რჩევებ-რეკომენდაციებს, მზად ვართ ყველაფერი მოვისმინოთ და გავითვალისწინოთ.
ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, კერძოდ, კანონდმებლობა შეიცვალა ფუნდამენტურად. ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება, რომ საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი, გამართული არჩევნები.
ჩაატარეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები - ეს იყო საქართველოში ჩამოსული ნატოს გენერალური მდივნის მთავარი გზავნილი. სტოლტენბერგმა პირდაპირ თქვა, რომ 2024 საპარლამენტო არჩევნებს დასავლეთი გამადიდებელი შუშით დააკვირდება და არც ერთ გადაცდომაზე თვალს არ დახუჭავს
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი