ზოგიერთი არასამთავრობო საეჭვო საქმიანობაშია ჩართული - კობახიძე
პრემიერ-მინისტრის იერიში მესამე სექტორზე - ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ზოგიერთი არასამთავრობო საეჭვო საქმიანობაშია ჩართული.
კობახიძის თქმითვე, მესამე სექტორის დიფერენცირებაა საჭირო, რადგან ყველა არასამთავრობო ორგანიზაციების „ერთ ქვაბში ჩაყრა“ არ შეიძლება.
„არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ, თუმცა არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საეჭვო საქმიანობაში არიან ჩართული. ასე არასამთავრობო ორგანიზაციების „ერთ ქვაბში ჩაყრა“ არ შეიძლება, არის არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ეკოლოგიური, სოფლის მეურნეობის საკითხით არის დაკავებული და ა.შ. თუმცა, არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საეჭვო საქმიანობაში არის ჩართული, მათ შორის იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ღიად ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, ჩართული იყვნენ პოლიტიკურ საქმიანობაში და ასე შემდეგ. დიფერენცირება არის საჭირო, სადაც ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერა, ეს არის ძალიან კარგი, მაგრამ თუ სადმე ირიბად ხდება პოლიტიკის დაფინანსება, ეს არის ცუდი. დანარჩენი, დეტალებია სანახავი“, - განაცხადა კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი