როდის შეხვდა ბოლოს კობახიძე ღარიბაშვილს და რას ამბობს პრემიერი შავნაბადაზე შემდგარ კონპირაციულ შეხვედრაზე?
როდის შეხვდა პრემიერი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილს და რას ამბობს მთავრობის მეთაური "ნოდარ მელაძის შაბათის" სიუჟეტის შესახებ, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯანდაცვის ექს მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის კონსპირაციულ შეხვედრას ეხებოდა?
ირაკლი კობახიძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან "საკმაოდ ხშირი შეხვედრები აქვს, ეს იქნება პარტიის ოფისი თუ სხვაგან".
"არ მგონია, რომ ეს კონსპირაციული შეხვედრა იყოს. არავითარი საფუძველი არ არსებობს, რომ სპეკულაციები იყოს... დღისით-მზისით ორი ადამიანი ერთმანეთს ხვდება, რა არის... არც მე, არც ირაკლი ღარიბაშვილს, არც გუნდის რომელიმე წევრს შიშები არ გავქვს, ამიტომ ამ კითხვას არ აქვს საფუძველი" - ამბობს პრემიერი.
"პირველები" ასევე დაინტერესდა, იყენებს თუ არა პრემიერი დაცულ აპლიკაციებს, რაზეც ობახიძემ თქვა: "სტანდარტული აპლიკაციები რაც არის იმას ვიყენებ, როგორც სხვა ჩვენი მოქალაქე"
რატომ არ მართავს ირაკლი ღარიბაშვილი შეხვედრებს "ქართული ოცნების" ოფისში და რა აიძულებს ექსპრემიერს, კონსპირაციული შეხვედრები გამართოს? შაბათის ეთერის გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ გადაღებული კადრების ნახვის შემდეგ ოპოზიცია აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარეს სპეცსამსახურების ეშინია. ღარიბაშვილს ჰგონია, რომ ყველა მას უსმენს და ყველა მასს უთვალთვალებს რომ შემდეგ ბიძინაა ივანიშვილთან დაასმინონ.