ნანა ტოხვაძე - ივანიშვილის პირობებში ემიგრაცია შეუქცევადი გახდა
„ივანიშვილის პარტიამ ცხოვრების გაუსაძლისი პირობები შექმნა, რაც აიძულებს ასიათასობით ქართველს ყოველწლიურად დატოვოს საკუთარი ოჯახი და მშობლიური სახლი“ - ასე აფასებს საქართველოს მოქალაქეების ემიგრაციაში გადინებას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ნანა ტოხვაძე
ტოხვაძის თქმით ხელისუფლების დამსახურებით 800 000-მა მოქალაქემ უკვე დატოვა ქვეყანა და დღესაც, ყოველი მეოთხე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს
„ივანიშვილის პარტიამ ცხოვრების გაუსაძლისი პირობები შექმნა, რაც აიძულებს ასიათასობით ქართველს ყოველწლიურად დატოვოს საკუთარი ოჯახი და მშობლიური სახლი.
გაძვირებული ცხოვრება,მაღალი ფასები, დაბალი შემოსავალი და უპერსპექტივობა ემიგრაციას შეუქცევად პროცესად აქცევს. ერთი უბედურებაა რომ ხელისუფლების დამსახურებით 800 000-მა მოქალაქემ უკვე დატოვა ქვეყანა და დღესაც, ყოველი მეოთხე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს. შედეგად მივიღეთ
გახლეჩილი ოჯახები,უდედმამოდ გაზრდილი ბავშვები, მათ ცრემლებსა და მონატრებაში გატარებული წლები.ჩვენი ამოცანაა ოქტომბერში დავასრულოთ ეს უსამართლობა. სწრაფი რეფორმებით გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და შევქმნათ სახელმწიფო, სადაც ემიგრანტები დაუბრუნდებიან სამშობლოს და თითოეული მოქალაქე აქ იპოვის ღირსეული დასაქმების ადგილს. ამ შესაძლებლობებზე ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს ჩვენს ემიგრანტებთან. ხვალ, 19 მარტს, 5 საათზე გიორგი ვაშაძე და "გამარჯვების კოალიციის" ლიდერები ბრიუსელში ხვდებიან ჩვენს თანამემამულეებს“ - ნანა ტოხვაძე.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი