ბოკუჩავა: დიდია ცდუნება ივანიშვილისთვის, რომ პუტინის მსგავსად მხოლოდ ფორმალურად ჩაატაროს არჩევნები, მაგრამ ევროკავშირის კანდიდატი საქართველო არ არის რუსეთი
რა თქმა უნდა, მოლოდინია, რომ ივანიშვილის პარტია კვლავ ძალმომრეობის პოლიტიკას აირჩევს, დაძლევს ვეტოს და ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ მას არ აინტერესებს ქვეყნის წარმატებული ევროინტეგრაცია, - ამის შესახებ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, "ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები გზავნილებით ივანიშვილს აფრთხილებენ, რომ არჩევნები უნდა ასახავდეს ქართველი ხალხის ნებას, რაც უდავოდ ცვლილებების მოტანაა ჩვენს ქვეყანაში".
"რა თქმა უნდა, მოლოდინია, რომ ივანიშვილის პარტია კვლავ ძალმომრეობის პოლიტიკას აირჩევს ნაცვლად იმისა, რომ შეასრულოს ევროკავშირის რეკომენდაციები, დაძლევს ვეტოს და ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ მას არ აინტერესებს ევროპული დღის წესრიგი და ქვეყნის წარმატებული ევროინტეგრაცია. ამისთვის აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება და შემდეგ კოალიციური მართლაც ევროპული ხელისუფლება. მერწმუნეთ, ძალიან მოკლე დროში შეასრულებს 9 დათქმას, გახსნის მოლაპარაკებებს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყანა დაჩქარებული წესით გახდეს ევროკავშირის წევრი.
მაშინ როდესაც ივანიშვილს აღარ აქვს ხალხის ნდობა და ქართველ ხალხს სურს ცვლილებები, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია ცდუნება ივანიშვილისთვის, რომ პუტინის მსგავსად მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურად ჩაატაროს არჩევნები საქართველოში, მაგრამ ევროკავშირის კანდიდატი საქართველო არ არის რუსეთი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ამ გზავნილებით აფრთხილებენ ივანიშვილს, რომ არჩევნები უნდა ასახავდეს ქართველი ხალხის ნებას, რაც უდავოდ ცვლილებების მოტანაა ჩვენს ქვეყანაში," - განაცხადა ბოკუჩავამ.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი