„დაყვედრება და რუსული მეთოდებით დაფინანსება„ - "ოცნებამ" ანტიამერიკული კამპანია დაიწყო
„ქართულმა ოცნებამ“ ახლი ანტიამერიკული კამპანია დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერი მოითხოვენ, შეწყვიტოს შტატებმა სამოქალაქო საზოგადოებისთვის დაფინანსების გამოყოფა. „დაყვედრება და რუსული მეთოდებით დაფინანსება„ - ასე მოიხსენიებს პაპუაშვილი ამერიკულ და ვეროპულ ფულს, რომლიც ქვეყნაში რეფომებისთვის შემოდის. პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ და მისი ფონდები ასევე დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
მმართველი პარტიის თავდასხმა "USAID" დირექტორის განცხადებებს მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ რესურს წელს თავისუფალი არჩევნების ჩასატრაებლად და სასმართლოს რეფომებისკენ მიმართავენ.
რაც შეეხება ამერიკულ დაფინანსებას, აქაც, სამწუხაროდ, დღესაც კვლავ არის გამოწვევა, რომ ნაწილი ამ დაფინანსების არის დამალული ქართული საზოგადოებისგან. ამერიკის დემოკრატიის ფონდი არ ასაჯაროებს თავის ხარჯებს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მოვუწოდე ამისკენ, მათ შორის, შეხვედრების დროს. ჩვეულებრივად მალავენ თუ რაში ხარჯავენ ისინი ფულს და მერე აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს ფული არის პოლიტიკური ფული, მიედინება პოლიტიკური პარტიებისკენ. ამერიკელი გადამხდელების ფული იხარჯებოდა, რომ საქართველოში წინსაარჩევნოდ პარტიულ მედიას ეწარმოებინა დეზინფორმაციული კამპანია. ეს არის როგორ ქართული კანონმებლობის დარღვევა, ისე ამერიკული კანონმდებლობის დარღვევა. სამწუხაროდ, დღემდე ვერ მივაღიწეთ, რომ ეს ფული, რომელზეც ახლა საუბრობენ და სამწუხაროდ, ცოტა არ იყოს და დაყვედრების ხასიათი აქვს ამ ყველაფერს, რომ ეს ფული იყოს საჯარო საქართველოს მოქალაქეებისთვის. თუკი ეს ფული იხარჯება ქართელი ხალხის საკეთილდღეოდ, მემგონი, არ არის ქართველი ხალხი ბრბო და აქვს უფლება, იცოდეს, რაშ და როგორ იხარჯება ეს ფული. ასეთი რუსული მეთოდებით ფულის ხარჯვა საქართველოში უნდა დასრულდეს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ როგორ ამერიკულ ისე ევროპულ ფონდებს, რომ გაასაჯაროონ საკუთარი დაფინანსებები, - თქვა დღეს პაპუაშვილმა.