ქალბატონმა სალომემ გაისიგრძეგანოს, რომ ვეტო ყავაში მკითხაობა არ არის - ოდიშარია
"ქალბატონმა სალომემ გაისიგრძეგანოს, რომ ვეტო ყავაში მკითხაობა არ არის" - "ოცნების" დეპუტატი ბექა ოდიშარია დარწმუნებულია, რომ დღეს მმართველი გუნდი ვეტოს დაძლევს.
ოდიშარიას თქმით, ადგილი ჰქონდა ცესკოს ხელში ჩაგდების მცდელობას, "ოცნებამ" კი ეს არ დაუშვა.
ოპოზიციას ვურჩევ, რომ შეიღვიძოს ცოტა და რეალობას შეხედოს ისე, როგორიც არის. არავინ არაფრის ხელში ჩაგდებას არ აპირებს. ხელში ჩაგდება ცესკოსი სურდათ მათ, კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის, ამ შემთხვევაში "ლელოს" წარმომადგენლის ხელით და ჩვენ უბრალოდ პოლიტიკისგან სრულიად გავათავისუფლებთ ცეკსოს და ჩატარდება არჩევნები ისევე დემოკრატიულად, როგორც უკანასკნელ პერიოდში. კარგი იქნება, თუ ქალბატონი სალომეც გაისიგრძეგანებს, რომ ვეტო არის არგუმენტირებული შენიშვნები და შიშები, რაღაცა მოლოდინები, მკითხაობა ყავაში აქ აბსოლუტურად უადგილოა. ესარის საქართველოს პარლამენტი, ჩვენ გვაქვს დამუშავებული ეს კანონპროექტი და შესაბამისად, ვეტოსაც დავძლევთ და კანონსაც მივიღებთ", - ამბობს ბექა ოდიშარია.
შეგახსენებთ, რომ "ოცნებამ" დღეს ცესკოს თამჯოდმარის არჩევის წესთან დაკავშირებით პრეზიდენტის რიგით მეხუთე ვეტო უნდა დაძლიოს.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი