"ოცნების" განაყოფი ენმ-სთან ერთად თითქმის მთელი ოპოზიციის გასამართლებას ითხოვს
პოლიტიკური განცხადებები სესიაზე - ოპოზიცია ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ პრობლემებზე საუბრობს, ქართული ოცნების დანაყოფი კი ისევ აგვისტოს ომის გამოძიებას და "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებას ითხოვს.
"ყველაფერი, რაც აგვისტოს ომს უკავშირდება, არის უმძიმესი დანაშაული, სამშობლოს ღალატის უპრეცედენტო აქტი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიძიოთ", - ამტკიცებდა დღეს პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე.
მე ადრეც ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ, რომ დიახ, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“! -ეს სიტყვები ყოფილ პრეზიდენტს და ყოფილ მთავარსარდალს, მიხეილ სააკაშვილის ეკუთვნის. ეს არც აგვისტოს ომის დღეებში, ცხელ გულზე გაკეთებული წამოცდენაა“, - განაცხადა სუბარმა.
სოზარ სუბარის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ცდილობდნენ, თავისი ღალატის კვალის წაეშალათ.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველაფერი, რაზეც ზემოთ ვილაპარაკე, არის უმძიმესი დანაშაული, სამშობლოს ღალატის უპრეცედენტო აქტი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიძიოთ. სანამ ეს არ მოხდება, მანამ შეუძლებელია, შერიგებაზე ველაპარაკოთ აფხაზებსა და ოსებს და ძალიან ძნელია, გადავდგათ რეალური ნაბიჯები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ. როგორც რომაელი სენატორი კატონ უფროსი იტყოდა, კართაგენი უნდა დაინგრეს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი უნდა გასამართლდეს და გასამართლდება კიდეც“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
უფრო შორს წავიდა ეკა სეფაშვილი - პარლმენტის წევრმა თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრის გასამართლება დააყენა დღის წესრიგში:
გასამართლდეს ერთიანი "ნაციონალური მოძრაობა" და მისი განშტოებები, რომლებიც თავს ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებად ასაღებენ. "ლელო", გახარია თუ "გირჩი" იქნება. ეს ხალხი ცდილობს, ქვეყანას ავნოს და ხელი შეუშალონ ქვეყანაში მშვიდობას"- დასძინა მან.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი