თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების კუთხით მოწოდება არ გვჭირდება - დავითაშვილი
მოწოდება არ გვჭირდება თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე და სანდო არჩევნების კუთხით - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
დავითაშვილის თქმით, “ოცნება” სამართლიან არჩევნებს ატარებდა, ასე ჩატარდება მიმდინარე წელსაც.
“უპირველესად, ჩვენს ინტერესებშია და მოწოდება არ გვჭირდება თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე და სანდო არჩევნების კუთხით. ეს ქართველი ხალხის ინტერესშია. “ქართული ოცნება” სამართლიან არჩევნებს ატარებდა, რომელსაც ჰქონდა საზოგადოების მაღალი ნდობა. ასე ჩატარდება მიმდინარე წელსაც”, - განაცხადა დავითაშვილმა.
ჩაატარეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები - ეს იყო საქართველოში ჩამოსული ნატოს გენერალური მდივნის მთავარი გზავნილი. სტოლტენბერგმა პირდაპირ თქვა, რომ 2024 საპარლამენტო არჩევნებს დასავლეთი გამადიდებელი შუშით დააკვირდება და არც ერთ გადაცდომაზე თვალს არ დახუჭავს.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი