დეპუტატის კითხვა "ოცნებას": რომელს გეყოფათ გამბედაობა, რა პასუხი გაქვთ - არის თუ არა ლეგიტიმური ვლადიმერ პუტინი
"რომელს გეყოფათ გამბედაობა შეაფასოთ რუსეთის ფედერაციაში ჩატარებული ე.წ. არჩევნები და რა პასუხი გაქვთ"- ასე მიმართა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ უმრავლესობის წევრებს.
დეპუტატის თქმით, დამპყრობელმა უკვე მეხუთედ იყარა კენჭი ტერორისტის ნომინაციაზე, ამაზე შეფასებები კი "ქართული ოცნების" მხრიდან არ ისმის.
რომელს გეყოფათ გამბედაობა შეაფასოთ რუსეთის ფედერაციაში ჩატარებული ე.წ. არჩევნები და რა პასუხი გაქვთ - არის თუ არა ლეგიტიმური ვლადიმერ პუტინი, როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი?- თქვა ოპოზიციის წევრმა.
„ტყვეობაში მყოფი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იძულებულები იყვნენ მიეღოთ ამ ფარსში მონაწილეობა“ - დასძინა მან.
ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გარდა, დროებით ოკუპირებულ სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების ჩატარებაზე ოფიციალურ პირებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
სალომე ზურაბიშვილმა ფაქტი "საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება".
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ეს საკითხი დააყენა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ორბელიანების სასახლეში 8 მარტს გამართული შეხვედრისას და კიდევ ერთხელ დაგმო.
ვლადიმირ პუტინს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტებმა მიულოცეს. ბჟანია პუტინს უმტკიცებს, რომ მის კანდიდატურას „აფხაზეთის ხალხმა მხარი პრაქტიკულად ერთხმად დაუჭირა“. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სააგენტო „რესის“ ცნობით, პუტინს ხმა მისცა ამომრჩეველთა 97%-მა.