"ოცნებას" "ლელოსი" ეშინია - უსუფაშვილი
"ოცნებას" "ლელოსი" ეშინია, გვაბრალებდენ, რომ ცესკოში ძალაუფლების ხელში ჩაგდება გვინდოდა და ამით არჩევნებში გამარჯვება... ეს უკვე სირცხვილის მიღმაა - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
უსუფაშვილის თქმით, თუ "ოცნებას" სურს, ინსტიტუციურად ბოლომდე გაამაგროს რუსული მართვის სისტემა საქართველოში და ისეთივე არჩევნები ჩაატაროს როგორიც რუსეთში ჩაატარა პუტინმა, მაშინ შეუძლია ვეტო დაძლიოს.
"ოცნება" შიშით არის მოცული, ზოგადად ქართველი ხალხის და კონკრეტულად "ლელოს" მიმართ. გვაბრალებენ, რომ თურმე, ჩვენ ცესკოს თავმჯდომარის რაღაცა უბედურებას ვაპირებდით, მერე ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ცესკოში და ამით არჩევნებში გამარჯვებას. ეს უკვე სირცხვილის მიღმა რაღაცები რომაა, იქ მდებარეობს. რითი აიხსენება? ერთი რამით, რომ მათ აშინებთ "ლელოს" მზარდი რეიტინგი. თუ უნდათ რუსული ტიპის არჩევნები, ისეთი არჩევნები, იმათი პრეზიდენტი რომ ვითომ ატარებს, საქართველოშიც თუ ეს უნდათ და ბოლომდე თუ უნდათ, რომ ინსტიტუციურად ბოლომდე გაამაგრონ რუსული მართვის სისტემა, მაშინ ვეტოც უნდა დაძლიონ და რაც უნდა ის გააკეთონ", - ამბობს დავით უსუფაშვილი.
შეგახსენებთ, რომ "ოცნებამ" დღეს ცესკოს თამჯოდმარის არჩევის წესთან დაკავშირებით პრეზიდენტის რიგით მეხუთე ვეტო უნდა დაძლიოს.