მიუღებელია, რომ მოსამართლეების დანიშვნაზე გადაწყვეტილება მიღებული იყოს ქვეყნის გარეთ - ბრეგაძე ე.წ. ვეტინგზე
მიუღებელია, რომ მოსამართლეების დანიშვნაზე გადაწყვეტილება მიღებული იყოს ქვეყნის გარეთ - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით განაცხადა.
რატი ბრეგაძის თქმით, "მოსამართლეები შერჩეული უნდა იყვნენ საქართველოში".
წარმოდგენილი სისტემა, რისი სურვილიც გარკვეულ ძალებს აქვთ, გულისხმობს, რომ საქართველოში მოსამართლეების დანიშვნაზე გადაწყვეტილება მიღებული იყოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ვემხრობი იმ კურსს, რომელიც აქვს საპარლამენტო უმრავლესობას, რომ მოსამართლეები შერჩეული უნდა იყვნენ საქართველოში. ნუ გავაკეთებთ ასეთ ფორმულირებას, რომ ითხოვენ, არის მოთხოვნა და ასე შემდეგ. არსად წერია, რომ მოსამართლე უნდა იყოს შერჩეული უცხოელის მიერ.
შესაბამისად, სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ევროკავშირში ვერ შეხვალ, თუ მოსამართლეებს ვერ შეარჩევს რომელიმე სხვა ქვეყნის წარმომადგენელი. ევროკავშირის ქვეყნებშიც გადაწყვეტილებას, მათ შორის მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით, იღებენ შესაბამისი სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოები“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.