"ოცნებას" ხალხთან ანგარიშვალდებულება დაკარგული აქვს, მისი ერთადერთი საზრუნავი ძალაუფლების შენარჩუნებაა - ლილე ლიპარტელიანი
"არც გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული პროექტები, არც ურბანული პროექტები, რაც მოსახლეობაზე იქნება მორგებული "ოცნებას" არ ადარდებს," - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ლილე ლიპარტელიანი ავლაბრის მეტროს რეაბილიტაციასთან დაკავშირებით საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლება მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული და ხალხთან ანგარიშვალდებულება დაკარგული აქვს.
ლილე ლიპარტელიანი პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნებას" ანგარიშვალდებულება მხოლოდ შემომწირველ კომპანიებთან აქვს, რომლებიც წინასაარჩევნოდ მმართელ პარტიას ფულს სწირავენ.
მეტრო გოცირიძე, უკვე „პრესტიჟად“ ქცეული მეტრო ვარკეთილი და ახლა უკვე დაემატა ავლაბრის მეტრო, რომელიც გადაეცა "ბადა ჯგუფს" და რომელიც არის მათი ერთ-ერთი შემომწირველი. არ აქვს მნიშვნელობა, ეს „ხალხის ძალა“ იქნება თუ „ქართული ოცნება“, მათ სრულად აქვთ დაკარგული ანგარიშვალდებულება ხალხთან, მოსახლეობასთან, მათ გაჭირვებასთან, უმუშევრობასთან. მათ ანგარიშვალდებულება აქვთ მხოლოდ და მხოლოდ ქოც შემომწირველებთან, ეს „ბადა ჯგუფი“ იქნება თუ „ორიენტი“, არ აქვს მნიშვნელობა სახელს. მათი ყოველი გადადგმული ნაბიჯი ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება, სხვა მათ ამ ეტაპზე არაფერი აინტერესებთ - არც უმუშევრობა, არც გაჭირვება და არც ადამიანების დასაქმება. საარჩევნო წელია და შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ ანგარიშვალდებულება აქვს მხოლოდ შემომწირველ კომპანიებთან, მარტივი სქემა არის - კომპანიები შეწირავენ „ქართულ ოცნებას“ ფულს, ისინი კი მათ ყველანაირი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებენ. არც გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული პროექტები, არც ურბანული პროექტები, რაც მოსახლეობაზე იქნება მორგებული მათ არ ადარდებთ, მათი ერთადერთი საზრუნავი არის ის, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება.“-განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა