პარტია „საქართველოსთვის” წევრმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სასკოლო კვების პროგრამაზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოში ბავშვები, პირველ რიგში, შიმშილისგან არიან დასაცავები. მისი თქმით, საჯარო სკოლებში სასკოლო კვების პროგრამა 2022 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ამ დრომდე არ განხორციელებულა.
სამწუხაროდ, საქართველოში ბავშვები დასაცავები არიან პირველ რიგში, შიმშილისგან. ქვეყანაში ვეჯახებით მდგომარეობას, რასაც ჰქვია ბავშვთა მალნუტრიცია. ეს არის მდგომარეობა, რომელიც ძირითადად, ვითარდება საკვების დეფიციტის დროს. ანუ მაშინ, როდესაც ბავშვი ვერ იღებს მისთვის საჭირო ყველა საკვებ ნივთიერებას...
საქართველოში ბავშვები დასაცავები არიან გაჭირვებისგან, პედოფილებისგან, ადრეულ ასაკში ქორწინებისგან, დედის და მამის გარეშე გაზრდისგან, რომელთა მშობლები ხშირ შემთხვევაში სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის სირთულეების გამო მოშორებულები არიან საკუთარ შვილებს, საკუთარ ოჯახებს, საკუთარ სამშობლოს და ფაქტობრივად არიან იძულებით გადასახლებულები, საქართველოში ბავშვები დასაცავები არიან გაუნათლებლობისგან. არჩევნები მოდის და ამის ხათრით მაინც დაიწყეთ სასკოლო კვების პროგრამა, ხარისხიანად”, - თქვა დეპუტატმა.