რას საქმიანობს საპატრიარქო ფონდი, რომესაც მთავრობა 22 000 000 ლარს აძლევს
მთავრობა 22 000 000 ლარს მისცემს საპატრიარქოს ფონდს, რომელიც კულტურულ ღონისძიებებს აწყობს. პრემიერ კობახიძის ბრძანებით დგინდება, რომ 35 000 000-დან, რომელიც ბიუჯეტიდან გამოიყო 22 მილიონი საპატრიარქოს განათლებისა და კულტურის ღონისძიებების განვითარების ფონდს გადაერიცხება.
ჯამში საპატრიარქოს წელს, რეკორდული თანხა - 60 მილიონი ჩაერიცხება, ამას ემატება ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამოყოფილი დაფინანსება და მიწების საჩუქრად.
რას მოახმარეს საპატრიარქოს კულტურული და საგანმანათლებლო ფონდი 22 მილიონს, რა პროექტები აქვს წელს დაგეგმილი. ამის გარკვევს "პირველები" ფონდში შეეცადა.
საპატრიარქოს განათლებისა და კულტურის ღონისძიებების განვითარების ფონდს ლელა ლომაძე ხელმძღვანელობს. ფონდის ოფისი საპატრიარქოში მდებარეობს. მან "ტვ პირველს" უთხრა, რომ სამსახურში არ არის, რადგან მარხვა დაიწყო და მსახურებას ესწრება.
ლელა ლომიძემ უპასუხოდ დატოვა კითხვა, რაში დახარჯავს ფონდი მთავრობის მიერ გამოყოფილ 22 000 000 ლარს.
ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის N375-ე განკარგულება - 15 მარტით დათარიღებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მთავრობა საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ 50 დაწესებულებას 35 მილიონ ლარს მისცემს.
დახმარების მიმღებთა შორის არიან საპატრიარქოს დაფუძნებული სკოლები, თბილისისა სასულიერო აკადემია და სემინარია, ახალგაზრდული სახლი, საპატრიარქოს განათლებისა და კულტურული ღონისძიებების განვითარების ფონდი და სხვა.
ცნობისთვის, საპატრიარქო, კონკორდატის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 25 მილიონი ლარითაც ფინანსდება.
რამდენიმე დღის წინ მთავრობამ მართლმადიდებელ ეკლესიას 1 ლარად მიწის ნაკვეთები გადასცა.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი