თუ ასეთი უძლეველები ხართ, რატომ გჭირდებათ ცესკოს დამორჩილება? - დეკანოიძის კითხვა "ოცნებას"

19.03.24 15:16
თუ ასეთი უძლეველები ხართ, რატომ გჭირდებათ ცესკოს დამორჩილება? - დეკანოიძის კითხვა "ოცნებას"

თუ ასეთი უძლეველები ხართ, რატომ გჭირდებათ ცესკოს დამორჩილება? - ასეთი კითხვით მიამრთავს "ევროოპტიმისტების " წევრი ხატია დეკანოიძე "ოცნებას".

დეკანოიძის თქმით, ხელისუფლებას ვერც ეს ცვლილებები, ვერც ვეტო და ვერც სხვა მანიპულაციები უშველით.

მე მაქვს ერთი კითხვა უმრავლესობასთან - იმ შემთხვევაში, თუ ისინი საუბრობენ იმას, რომ უძლეველია "ქართული ოცნება", აპირებენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას, მაშინ რატომ სჭირდებათ დამორჩილება თავიდან ბოლომდე ასე ცესკოსი? მე ამ ცვლილებებს, მართალი გითხრათ, განსაკუთრებით დრამატულად არ ვუყურებ.თუ საქართველოს მოქალაქეების დიდი რაოდენობა გამოვა საარჩევნო დღეს და ხმას მისცემს "ოცნების" წინააღმდეგ, მათ ვერც ეს ცვლილებები, ვერც ვეტო, ვერც სხვა ვერავითარი მანიპულაციები ვერ უშველით", - ამბობს ხატია დეკანოიძე.

სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე უკვე შევიდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში. ის 1 საათში დადგება ტრიბუნასთან და კიდევ ერთხელ წარმოადგენს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს.

შეგახსენებთ, რომ "ოცნებამ" დღეს ცესკოს თამჯოდმარის არჩევის წესთან დაკავშირებით პრეზიდენტის რიგით მეხუთე ვეტო უნდა დაძლიოს.

 

მსგავსი სიახლეები