ცესკოში მეზღაპრე თავმჯდომარე უნდათ, რომ არჩევნები ზეწოლით და მანიპულაციით ჩაატარონ - ლილუაშვილი
ცესკოში მეზღაპრე თავმჯდომარე უნდათ, რომ არჩევნები ზეწოლით, ზეგავლენით და მანიპულაციით ჩაატარონ - ამის შესახებ გახარიას გუნდის წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
ლილუაშვილის თქმით, ზასოგადოება კარგად შეაფასებს თუ ვინ ქმნის ქარიშხარლს, ხელისუფლება თუ ოპოზიცია.
მათი მთავარი ამოცანა იყო იმ მეზღაპრე თავმჯდომარის დანიშვნა, ქუჩაში რომ დასდევდნენ თურმე და საავარიო სიტუაციებს რომ უწყობდნენ და მისი დაზიანება რომ იყო თურმე განსაზღვრული. აი ეს მეზღაპრე ადამიანი რომ ჰყავდეთ ხელმძღვანელად და არჩევნები დამოუკიდებლად და თავისუფლად კი არა, პირდაპირი ზეწოლით, ზეგავლენით და მანიპულაციით ჩაატარონ, ეს არის საბოლოო მიზანი. ვინ ქმნის ქარიშხალს - ძლიერი ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ მიზანმიმართულად იქვემდებარებს სახელმწიფო ინსტიტუტებს პარტიულ ვერტიკალში თუ ოპოზიცია, ანუ ჩვენ, რომლებიც ადეკვატურად ვაფასებთ ამ პროცესს, ეს საზოგადოებამ შეაფასოს. დღევანდელი დღე არის ლუსტრაცია", - ამბობს ბექა ლილუშვილი.
სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე უკვე შევიდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში. ის 1 საათში დადგება ტრიბუნასთან და კიდევ ერთხელ წარმოადგენს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს.
შეგახსენებთ, რომ "ოცნებამ" დღეს ცესკოს თამჯოდმარის არჩევის წესთან დაკავშირებით პრეზიდენტის რიგით მეხუთე ვეტო უნდა დაძლიოს.