ცალმხრივი მიჯნურობა გამიგია, პარტნიორობა და მეგობრობა ორმხრივია - ოდიშარია აშშ-ზე

19.03.24 15:28
ცალმხრივი მიჯნურობა გამიგია, პარტნიორობა და მეგობრობა ორმხრივია - ოდიშარია აშშ-ზე

პარლამენტის თავმჯდორის და პრემიერის შემდეგ ანტიამერიკულ კაპანიაში მთელი "ქართული ოცნება"  ჩაება. ბექა ოდიშარია ამტკიცებს, რომ აშშ იმ ენჯეოების აფინანსებს, რომელთა მიზანიც ქვეყანაში ქაოსის და არეულობის შექმნაა. ამასთან, სახელისუფლებო გუნდის წევრი ამერიკისგან  ისევ უვიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვს და სტრატეგიულ პარტნიორს არამეგობრულ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.

ხდება კეთილშობილური მიზნებით, მოდი, ასე ვთქვათ, ასე ჩავთვალოთ, დაფინანსება აი, ამ მილიონერი ენჯეოების და შემდეგ ეს მილიონერი ენჯეოები კადრულობენ ყველაფერს, საველე სწავლებას გადიან თუ როგორ მოაწყონ დებოში და ბუნტი ქუჩაში და კანონი მონათლონ რუსულად. ეს ნორმალურია? ეს ჩვენ მივიღოთ როგორც დახმარება? თუ ეს ჩვენ მივიღოთ როგორც ძალიან დიდი ხიფათი ჩვენი დემოკრატიული წყობის. ფაქტია, რომ გადავიდა ძალიან მდორე დინებაზე ეს ურთიერთობები და ჩვენს ამ სტრატეგიულ პარტნიორს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ჩვენ, გასუწრო სხვა სტრატეგიულმა პარტნიორებმა კონკრეტული ღონისძიებების, კონკრეტული ხელშესახები ბენეფიტების გენერირების მიმართულებით. მაგალითად, ჩინეთმა. თუ ევროკავშირი გვიშვებს და შენგენის ზონაში გადავადგილდებით უვიზოდ, რა პრობლემაა რომ აშშ-შიც ასე იყოს? დავიპყროთ რომელიმე შტატს თუ რა იქნება? ანუ როგორ გავბედეთ რომ ეს ვთხოვეთ პარტნიორს? აბა, პარტნიორობა რა არის? მე გამიგია მიჯნურობა ცალმხრივი და პარტნიორობა და მეგობრობა არის ორმხრივი, - თქვა ოდიშარიამ.

„ქართულმა ოცნებამ“ ახლი ანტიამერიკული კამპანია დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერი მოითხოვენ, შეწყვიტოს შტატებმა სამოქალაქო საზოგადოებისთვის დაფინანსების გამოყოფა. „დაყვედრება და რუსული მეთოდებით დაფინანსება„ - ასე მოიხსენიებს პაპუაშვილი ამერიკულ და ვეროპულ ფულს, რომლიც ქვეყნაში რეფომებისთვის შემოდის.  

მმართველი პარტიის თავდასხმა "USAID" დირექტორის განცხადებებს მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ რესურს წელს თავისუფალი არჩევნების ჩასატრაებლად  და სასმართლოს რეფომებისკენ მიმართავენ.

მსგავსი სიახლეები