"უნიჭო, მავნებლური პროპაგანდა" - რომან გოცირიძე "ოცნების" ანტიამერიკულ კამპანიაზე
"უნიჭო, მავნებლური პროპაგანდა" , - ასე აფასებს ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე "ქართული ოცნების" ანტიამერიკულ კამპანიას. ოპოზიციის წევრი ხელისუფლებას აშშ-ს ყველა იმ ნაბიჯს და რესურსს ახსენებს, რომელიც სტრატეგიულმა პარტნიორმა საქართელოს გავითარებაში ჩადო.
რომან გოცირიძე პირდაპირ ამბობს, რომ მსგავსი ანტიამერიკული, ანტიდასავლური და ანტიუკრაინული კამპანია ცხადყოფს, რომ "ქართული ოცნება" რუსულ ინტერესებს ატარებს.
მავნებლური პროპაგანდა წამოიწყო რა ანტიდასავლური კამპანიის მეორე სერია. ოღონდ სამიზნედ ახლა ამოიღო არა ევროპა და ევროკავშირი, არამედ პირდაპირ ზედ გულში აშშ-ს დაუმიზნა და დაიწყეს ახლა დამუნათება, საყვედური იმ ქვეყნისა, რომლის დახმარება რომ არა, დღეს საქართველო როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა არ იარსებებდა. უნიჭო პროპაგანდაა, როდესაც ანტიამერიკული და ანტიდასავლური გამოსვლებით გამოირჩევა "ქართული ოცნება" და ანტიუკრაინული, ეს ნიშნავს, პრორუსულ პოზიციაზე დგომას, - თქვა რომან გოცირიძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ ახლი ანტიამერიკული კამპანია დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერი მოითხოვენ, შეწყვიტოს შტატებმა სამოქალაქო საზოგადოებისთვის დაფინანსების გამოყოფა. „დაყვედრება და რუსული მეთოდებით დაფინანსება„ - ასე მოიხსენიებს პაპუაშვილი ამერიკულ და ვეროპულ ფულს, რომლიც ქვეყნაში რეფომებისთვის შემოდის.
მმართველი პარტიის თავდასხმა "USAID" დირექტორის განცხადებებს მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ რესურს წელს თავისუფალი არჩევნების ჩასატრაებლად და სასმართლოს რეფომებისკენ მიმართავენ.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი