"დაშინების მცდელობა" - მაია მწარიაშვილი გიორგი მიქაუტაძის ბრალდებებს პასუხობს
ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას, რომელმაც მის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილი დააანონსა, სხვა მოსამართლეების დაშინების მცდელობად აფასებს. საუბარია ყველა იმ ადამიანზე, რომელიც სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.
ყოფილი პროკურორის თქმით, მიქაუტაძის მიზანია, ვერავინ გაბედოს განსხვავებული აზრის დაფიქსირება და ასევე მის ქონებასთან დაკავშირებით კითხვების დასმა.
მწარიაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ დემოკრატიულად განვიტარებულ ქვეყნებშ მსგავს სარჩელებს სასამართლოები წარმოებაში არც კი ღებულობენ.
თუ მათ ჰგონიათ, რომ უზენაესი სასამართლოს კიბეებიდან ჩატარებული ბრიფინგი უფრო მომგებიანია და მეტად შემაშინებელია ვინმესთვის, ძალიან ცდებიან. ძალიან ეჭვი მეპარება, მათ ჰქონდეთ მოლოდინი, რომ ამგვარად შემაშინებენ, ეჭვი მეპარება, მაგრამ ცალსახად დარწმუნებული ვარ, რომ მათ აქვთ ამოცანა, დააშინონ სხვა კოლეგები, რომლებმაც არ უნდა გამოთქვან დამოუკიდებელი და განსხვავებული აზრი, არ უნდა დასვან კითხვები მათი ქონების დასაბუთებასთან დაკავშირებით. ამ ბრიფინგის ამოცანა იყო სწორედ სასამართლოშ სარჩელის შეტანით მუქარა. მინდა აგიხსნათ, რა შეიძლება იყოს ეს სარჩელი: ასეთ სარჩელებს ცივილიზებულ და დემოკრატიულად გავითარებულ ქვეყნებში ეძახიან აზრის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ სარჩელებს და გავითარებული დემოკრატიის ქვეყნებში ასეთ სარჩელებს სასამართლო არ იღებს. ჩენ შემთხვევაში მიქაუტაძემ დააანონსა სასამართლო დავა თავისივე სასამართლოში, იმ სასამართლოში, სადაც დამოუკიდებელი აზრის გამოხატვა დასჯადია მოსამართლეებისთვისაც კი, - განაცხადა მწარიაშვილმა.
გიორგი მიქაუტაძე ამტკიცებს, რომ მაია მწარიაშვილი ცრუობს, როცა ამბობს, რომ მოსამართლის ოჯახმა წლის განმავლობაში დივიდენდის სახით მიიღო 14 000 ლარი მიიღო.
გიორგი მიქაუტაძე ამბობს, რომ იურისტ მაია მწარიაშვილს მის შესახებ „ცრუ ფაქტების” გავრცელების გამო სასამართლოში უჩივლებს.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი