მოვითხოვ, მიქაუტაძემ თავისი გაწერილი შემოსავლები წარმოადგინოს, "ოცნება" თემას ვერ დახურავს - დეკანოიძე
ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის ქონებასთან დაკავშირებით კითხვებს აუცილებლად დასვამს. მისი თქმით, სასესიო სხდომაზე მიქაუტაძეს მოსთხოვს, გაწერილი შემოსავლები წარმოადგინოს.
ვერ დახურავს "ქართული ოცნება" ამ თემას, იმიტომ, რომ მე მოვითხოვ დღეს სასესიოზე დარბაზში, რომ მიქაუტაძემ დეტალურად წარმოადგინოს თავისი გაწერილი შემოსავლების დეტალური ჩანაწერი, საიდან აქვს მას ამხელა ქონება. ეს თემა არ დაიხურება მუხედავად მათი ულტიმატუმის ენისა, მე ყოველთვის შევახსენებ ბატონ მიქაუტაძეს, რომ საიდან აქვს მას იმის საშუალება, რომ 700 ათასიანი სახლი ააშენოს, - ამბობს დეკანოიძე.
გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაასაჯაროეს ფაქტები, რომლის მიხედვითაც არსებობს ეჭვი, რომ უზენაესი სასამართლოსს თავმჯდომარის მოადგილემ, სავარაუდოდ, მდიდრული სახლი აიშენა.
შაბათის ეთერის გამომძიებელი ჟურნალისტების ობიექტივში სწორედ გავლენიანი მოსამართლის ვილა მოექცა. არსებობს ვარაუდი, რომ ისედაც გრანდიოზული სახლის მოპირკეთებაში დამატებით კოლოსალური თანხები დაიხარჯა.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი