პარლამენტი რომ თავის ადგილას იდგეს, განგაშის ზარებს უნდა სცემდეთ - ნაცვლიშვილი
"საჭიროა ხელისუფლებამ დროულად მიიღოს შესაბამისი ზომები ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით", - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
დეპუტატმა ყურადღება რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის საკითხზე გაამახვილა.
ამ ქვეყანას პარლამენტი რომ ჰყავდეს და პარლამენტი რომ თავის ადგილას იდგეს, განგაშის ზარებს უნდა სცემდეთ თქვენ და ავალებდეთ აღმასრულებელ ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაატაროს სწორი პოლიტიკა, რომელიც იქნება ორიენტირებული არა მომხმარებლების დასჯაზე და დემონიზებაზე, არამედ რეალიზატორების და მათი მფარველების გამოვლენაზე და დასჯაზე. როცა ასეთი მასშტაბით არის ქვეყანაში ეს პრობლემა, დიახ, ნარკოტიკების შემოტანას და რეალიზებას მფარველობენ უმაღლესი ეშელონებიდან, სხვაგვარად ეს არ ხდება,“ - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი