გაუნათლებელი ადამიანის ახირებებს ხართ აყოლილი - ნაცვლიშვილი "ოცნებას"
"ქვეყანას გაუნათლებელი ადამიანის ახირებებით მართავთ“ - ამ სიტყვებით მიმართა "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა „ოცნებას“ საპარლამენტო ტრიბუნიდან.
ნაცვლიშვილმა „ოცნების“ მხრიდან ვენეციის კომისიის მიმართ წარმოებულ მადისკრედიტირებელ კამპანიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც ვენეციის კომისია, ასევე ეუთო/ოდირის დასკვნები გამოცდილებასა და ცოდნაზეა დაფუძნებული.
ძალიან საგანგაშოა, რომ ცესკოს თავმჯდომარის განცხადებები ერთი ერთში ემთხვევა ამ ცვლილებებთან მიმართებაშიც, კონსპირაციის თეორიასთან მიმართებაშიც და ბევრ სხვა თემაშიც „ქართული ოცნების“ პოზიციებს.
თქვენი ეს მანიპულაცია და დეზინფორმაცია, რომ ვენეციის კომისია, ოდირი და ვიღაცები რაღაცებს თავს გვახვევენ - არა, ისინი გვაძლევენ ცოდნაზე დაფუძნებულ რჩევებს, მაგრამ ცოდნაზე დაფუძნებული რჩევების ნაცვლად, თქვენ გაუნათლებელი ადამიანის ახირებებს ხართ აყოლილი, რომელიც თავის მხრივ ჩრდილოელი ძალის დაკვეთებს ასრულებს ამ ქვეყანაში,“ - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი