გერმანია უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს
გერმანია უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა „რამშტაინის“ შეხვედრაზე განაცხადა.
ბორის პისტორიუსის ცნობით, უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი 10 000 საარტილერიო ჭურვს და 100 ჯავშანმანქანას მოიცავს.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში გერმანია უკრაინისთვის 180 000 საარტილერიო ჭურვს შეიძენს.
ჩვენ ასევე სათადარიგო ნაწილებისა და დიდი რაოდენობით სამედიცინო მარაგების მიწოდებას ვაგრძელებთ“, - განაცხადა პისტორიუსმა.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი