რა ღირს საპატრიარქოს კეთილგანწყობა? - წინასაარჩევნოდ ეკლესიას დაფინანსება 60 მლნ-მდე გაუზარდეს
რა ღირს საპატრიარქოს კეთილგანწყობა? - ამდენი ფული ეკლესიას მთავრობისგან ჯერ არ ჰქონია. არჩევნების წინ საპატრიარქოს დაფინანსება 60 მილიონამდე იზრდება. ჯერ ირაკლი ღარიბაშვილმა დამალული განკარგულებით 30 მილიონი გამოუყო, ახლა კი კობახიძემ კიდევ 5 მილიონი დაუმატა.
ეს ყველაფერი არ არის. ამას ემატება თვითმართველობების მიერ გაწეული დაფინანსება და ის მიწები, რომლითაც სახელმწიფო ეკლესიას გულუხვად ასაჩუქრებს. "ქართული ოცნების" გულუხვობა კი უანგარო არ არის. ხელისუფლება არჩევნებში საპატრიარქოს დახმარების მოლოდინშია.
რაში დაიხარჯება სახელმწიფოსგან დამატებით გამოყოფილი 35 მილიონი? ოფიციალურად 22 მილიონი საპატრიარქოს განათლებისა და კულტურის ღონისძიებების განვითარების ფონდს გადაერიცხება. ანუ გამოდის, რომ ფონდმა ყოველთვიურად 2 მილიონის ღირებულების ღონისძიებები უნდა გამართოს.
დღეს "პირეველები" ამაოდ ცდილობდა გაერკვია, რა პროექტებს ახორციელებს ეს ფონდი. ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ფონდის ხელმძღვანელი კი სამსახურში საერთოდ არ დადის იმ მოტივით, რომ ახლა დიდი მარხვაა და ტაძარშია მსახურებაზე.
ვრცლად ნახეთ ნანუკ ქაჯაიას რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი