TI: სანქცირებული მოსამართლის ჩინჩალაძის ოჯახმა 5 წელში საჩუქრად $120 ათასზე მეტი მიიღო
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფის ლიდერის, აშშ-ის მიერ დასანქცირებული მიხეილ ჩინჩალაძის მეუღლემ, შვილმა და მამამ - მარიკა მარიკაშვილმა, რუსუდან და თამაზ ჩინჩალაძეებმა - ოჯახის წევრებისგან საჩუქრად ჯამში 120 468 აშშ დოლარი მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვრივალობა - საქართველო" ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის თანახმად, შემოსავლის შესახებ ინფორმაცია თავად მოსამართლის მიერ შევსებულ 2019-2023 წლების დეკლარაციებშია მითითებული.
სწორედ ასეთი ფაქტების კანონიერებისა და დასაბუთებულობის გამოკვლევას ისახავს მიზნად მოსამართლეთა კეთილსინდისირების შემოწმების მექანიზმი, რომლის ამოქმედებასაც ევროკომისია გვთხოვს და მთავრობა ეწინააღმდეგება," - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.
მაგალითად, 2023 წელს გასაჯაროებულ დეკლარაციაში მიხეილ ჩინჩალაძეს მითითებული აქვს, რომ მისმა მეუღლემ და შვილმა, ჯამში, 20 400 აშშ დოლარი მიიღეს საჩუქრის სახით მეუღლის დედისგან.
მიხეილ ჩინჩალაძე ერთ-ერთია იმ ქართველ მოსამართლეებს შორის, რომელსაც აშშ-მ სავიზო შეზღუდვა დაუწესა. მიხელ ჩინჩალაძის მსგავსად, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ.
სახდეპი წერს, რომ აღნიშნულმა პირებმა თანამდებობი ბოროტად გამოიყენეს, რითაც სასამართლოსადმი ნდობას ზიანი მიაყენეს.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი