"დავალებებს ვერავინ მოგვცემს" - "ოცნება" თავს NATO-ს გენერალურ მდივანს ესხმის
შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის შემდეგ ნატოს ჯერი დადგა. იენს სტოლტენბერგს საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება სომხეთში დაეწია. დავალებებებს ვერავინ მოგვცემს - ეს შეუთვალა ირაკლი კობახიძემ ალიანსის გენერალურ მდივანს. სტოლტენბერგის მოწოდება პრემიერმა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევად მონათლა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილებებს ქვეყანაში ხელისუფლება იღებს.
პრემიერის რიტორიკას არც ვიცე-პრემიერი ჩამორჩა და თქვა, რომ არავის მოწოდებას არ გაითვალისწინებენ და 2024 წლის არჩევნები ზუსტად ისე ჩატარდება, როგორც აქამდე ტარდებოდა არჩევნები. ეს კი, პრაქტიკულად, ღია განაცხადია, რომ დასავლეთს თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების მოლოდინი შემოდგომაზე არ უნდა ჰქონდეს.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი