ფაშინიანის თქმით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი დაიწყო
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ დაიწყო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი - საკვანძო მნიშვნელობის საკითხი, რომელიც დაბრკოლებას უქმნის ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმების დადებას მას შემდეგ, რაც ბაქომ დაამყარა კონტროლი მთიანი ყარაბაღის რეგიონზე.
აზერბაიჯანის მოსაზღვრე თავუშის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას ფაშინიანმა თქვა, რომ საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის მთავარი ამოცანაა „ომის თავიდან აცილება“ და დასძინა, რომ ამ საკითხზე საგანგებო კომისია იმუშავებს, რათა გადაწყდეს, სად იწყება სომხეთის რესპუბლიკა და ეს ქვეყნის სახელმწიფო საზღვარი იქნება“.
ამასობაში აზერბაიჯანი მოითხოვს, რომ ოთხი სოფელი, რომლებიც სომხეთის თავუშისა და აზერბაიჯანის ყაზახის რაიონების მახლობლად მდებარეობს, აზერბაიჯანს უნდა გადაეცეს.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი