ძალიან რთული იყო, 10 თვის ჩვილთან ერთად ციხეში, სადაც ძალიან ცივა - ემიგრანტი მექსიკის საზღვრის კვეთაზე

19.03.24 21:20
ძალიან რთული იყო, 10 თვის ჩვილთან ერთად ციხეში, სადაც ძალიან ცივა - ემიგრანტი მექსიკის საზღვრის კვეთაზე

„იმდენივეა შემოსული, რამდენიც არის გასული“ - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ამ განცხადებას ქართველი ემიგრანტები პასუხობენ.

„რეაქციაში“ ემიგრანტი თათია წულაძე ამბობს, რომ პროპაგანდაა, თითქოს ისევ ქართველები ბრუნდებიან სამშობლოში. 

თუ ხელისუფლება ამაზე საუბრის დროს, ფაქტად იყენებს იმას, რომ ქვეყანაში იმდენი რუსი შემოვიდა, რამდენმა ქართველმაც დატოვა ქვეყანა, ამ შემთხვევაში მე შემიძლია დავეთანხმო, მაგრამ თუ ფიქრობენ იმას, რომ ქართველები ქვეყანას არ ტოვებენ და რეალურად ქვეყანაში მარაგს ისევ დაბრუნებული ქართველები ავსებენ, ეს არის ცხადი დეზინფორმაცია და ისეთივე პროპაგანდა, როგორსაც ქართული ოცნება სხვა თემებთან დაკავშირებით ეწევა ხოლმე,“ - ამბობს თათია წულაძე.

თათია წულაძე საუბრობს იმ მიზეზებზე, რის გამოც, იძულებული გახდა ქვეყნის დატოვების და აშშ-ში გადასვლის.

არ იყო მარტივი ამ გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სხვა ადამიანებთან შედარებით მარტივად გამოვიარეთ ყველაფერი და სხვა გზით წამოვედით, ფეხით სიარული არ დაგვჭირვებია, მიუხედავად ამისა ძალიან რთული იყო, 10 თვის ჩვილთან ერთად ციხეში, სადაც ძალიან ცივა და ჩემმა შვილმა რიგი ჯანმრთელობის პრობლემები აიკიდა იქ, იქ ყოფნა მარტივი ნამდვილად არ იყო., როცა მესმის ღლიცინით ლაპარაკი, რომ რატომ მიდიხართ, სად გარბიხართ, არასწორი მგონია - ვის რა გაჭირვება და ვის რის გამო უწევს წასვლა და ჩვილი ბავშვით ხელში მექსიკის გზას დადგომა, ეს არასდროს არავინ არ იცის.

ჩვენ შემთხვევაში ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც დაგეგმილი იყო, მაგრამ როცა სასაზღვრო ქალაქში ჩავედით, მაქედან დაიწყო მთავარი ნერვიულობა, ახლაც მაკანკალებს, მახსოვს, როგორ ვნერვიულობდი, მანქანა, რომელაც უნდა მივეყვანეთ დასაწყისიდან დანიშნულების წერტილამდე, მიდიოდა 200-ით, მეჭირა ბავშვი ხელში და ჩემს ქმარს ვეუბნებოდი, რომ მგონი, არასწორი გადაწყვეტილება მივიღეთ - ვიცოდით, რომ ეს ტყვიასავით მიმავალი მანქანა რაღაც მომენტში გაჩერდებოდა, უნდა გადმოვსულიყავით, გადავსულიყავით მდინარეზე და კედლის გასწვრივ უნდა გვევლო - ჯერ ამ მომენტში ყველაზე დიდი შიში იყო, ფიქრი იმაზე, რომ შუა უდაბნოში ხარ, იქ საერთაშორისო სამართლის პრინციპები არავის აინტერესებს, ვერც HRW-ის დაიცვას შენი უფლებები და ცოცხალი გამოგიყვანოს იქიდან და მხოლოდ საკუთარი თავის და იმ ადამიანების იმედად ხარ, ვისაც 15 წუთის წინ შეხვდი. დაახლოებით 25 წუთი ვიარეთ ჩვენ კედლის გასწვრივ და როცა გადავედით მოვიდნენ საზღვარს ვინც აკონტროლებენ და გადაგვიყვანეს წინასწარი დაყოვნების იზოლატორში,“ - ამბობს წულაძე.

მსგავსი სიახლეები