800 ათასმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა და ქუთაისი რიგით მეორე ქალაქი მეოთხე ქალაქი გახდა - ცამციშვილი
„ყოველ კვირა რამდენიმე ადამიანს ვაცილებ ემიგრაციაში - ზოგი ევროპაში მიდის, ზოგი აშშ-ში,“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ თემურ ცამციშვილმა განაცხადა.
ცამციშვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, რაც მოქალაქეებს ემიგრაციაში წასვლას აიძულებს.
საქსტატის ციფრები აჩვენებს, რომ 2012 წლის შემდეგ 800 ათასმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა და ქუთაისი რიგით მეორე ქალაქი მეოთხე ქალაქი გახდა და მიუხედავად იმისა, რომ ცალკე ქუთაისი რამდენმა ადამიანმა დატოვა, ამას არ ითვლის არავინ, მიახლოებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქუთაისი რახან მეოთხე ადგილზე გადავიდა, ამ სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტად ქუთაისში იგრძნობა ეს პრობლემა, წინააღმდეგ შემთხვევაში ქუთაისი დარჩებოდა მეორე ქალაქად.
არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, მაღალი ფასების გამო, ფასები რომელიც კონკურენციის შედეგად კი არ იქმნება, იმ ფასების გამო, რომელსაც სახელმწიფო ვიღაც კერძო სექტორთან შეთანხმებით ქმნის. როდესაც ვსაუბრობთ ფასების გაზრდაზე, ამ ფასებს კონკურენციის შედეგად არ ვიღებთ - ეს ნავთობპროდუქტი იქნება, წამალი თუ სხვა, ყველგან ინტერესები აქვს ქართულ ოცნებას. სამუშაო ადგილებს რაც შეეხება, როდესაც ბიზნესი ასეთ დღეშია, შესაბამისად, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები არ არსებობს," - ამბობს ცამციშვილი.