ორი მიზეზით გადიან ქვეყნიდან - ეკონომიკური და პოლიტიკური დევნა, რისი მსხვერპლი მეც აღმოვჩნდი - იაშვილი
„საქართველოს მთავრობა საქართველოს მოსახლეობის გასაჭირს, ტკივილს და საერთოდ მაჯისცემას დიდი ხანია, რაც ჩამოსცილდა. მათ თავიანთი პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებთ და ავიწყდებათ მოსახლეობის მდგომარეობა,“ - ასე აფასებს ემიგრაციაში წასული ადვოკატი ვახტანგ იაშვილი ხელისუფლების დამოკიდებულებას და განცხადებებს ემიგრანტების მიმართ.
როგორც იურისტი ვახტანგ იაშვილი ამბობს, ის პოლიტიკური დევნის და შევიწროების გამო გახდა იძულებული, რომ ქვეყანა დაეტოვებინა. იაშვილი აღწერს იმ გზას, რისი გავლაც მოუწია, აშშ-ში შესასვლელად.
ის ფაქტი, რომ საქართველოდან მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ორი ძირითადი მიზეზის გამო გადის ქვეყნიდან - ერთი მიზეზი გახლავთ ეკონომიკური და პოლიტიკური უმძიმესი ვითარება და არარსებული შანსი იმის, რმ ადამიანმა მოახდინოს ნიჭის, უნარების რეალიზაცია საქართველოში და გარკვეული პროცენტით არის პოლიტიკური დევნა, რისი მსხვერპლი მათ შორის მეც აღმოვჩნდი. იძულებული ვიყავი არალეგალური გზით, რასაც არ ვურჩევ არავის, ამ გზით შემოსვლა დაკავშირებულია ძალიან ბევრ რისკთან - პირველი, რომელიც არის შედარებით მარტივი, მაგრამ აბსოლუტურად რისკის შემცველია, ეს არის ე.წ. გადამყვანების მეშვეობით კარტელებთან ურთიერთობა, კარტელებთან ანგარიშსწორება, თანხის გადახდა და თავიდან ბოლომდე ადამიანი, რაც ჩადის მექსიკაში, თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია კარტელის წევრების განწყობაზე.
წაგვიყვანეს ბარაკის ტიპის უცნაურ შენობაში, გაუბედურებულ შენობაში, სადაც ნორმალური ადამიანებისთვის არ არსებობს არანაირი პირობები, იქ იყვნენ ბავშვები, წარმომადგენლები ლათინური ქვეყნების, აფრიკის ქვეყნებიდან და სამწუხაროდ საქართველოდან 5 მოქალაქე ვიყავით, პრაქტიკულად, საკვების გარეშე დარჩენილი, 24 საათის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ გვესადილა და წყალი შეზღუდული ოდენობით გვქონდა,“ - ამბობს იაშვილი.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი