ვუსურვებ ხელისუფლების თითოეულ წარმომადგენელს, ვინც ემიგრანტებს აბუჩად იგდებს, ეს გზა გაიარონ - ნაცვლიშვილი
„როგორ უნდა შეცვალო შენ ამ ადამიანების ცხოვრება, თუ მათი ტკივილი შენში არ იწვევს მძაფრ პასუხისმგებლობას, რომ მთები გადადგა, რომ ეს პროცესი გადადგა და ხალხი უკან დააბრუნო, აბუჩად იგდებ, რომ დასეირნობს ეს ხალხი,“ - ამ განცხადებით ეხმაურება „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი „ოცნების“ წევრების განცხადებას, რომ ემიგრანტთა რაოდენობა არ გაზრდილა.
ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ პრობლემებს არ აღიარებს და თემების გადაფარვას ცდილობს.
მე ვუსურვებ ხელისუფლების თითოეულ წარმომადგენელს, ვინც ამ ხალხს აბუჩად იგდებს, მათ არსებობას უარყოფს, ამბობს, რომ ესენი თურმე ტურისტებად დადიან, თურმე ჰგონიათ, რომ უმძიმესი გზა, მექსიკის თუ ევროპის გავლით იქნება, ფიზიკურ გზასთან ერთად, ყველაზე უფრო მძიმე ხომ ემოციური გზაა, რომელსაც ისინი გადიან ჯერ ამ გადაწყვეტილებამდე და ამის აღსრულების დროს, ნამდვილად ვუსურვებ ხელისუფლების თითოეულ წარმომადგენელს, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ სიმძიმეს და ამ ადამიანებს ტურისტებად, მხიარულ ხალხად აცხადებს, რომ თურმე გასართობად დადიან, ვუსურვებ რომ ეს გზა გაიარონ. შენ თუ არ შეგიძლია გაისიგრძეგანო ის სირთულე, ის ტანჯვა, რომელსაც შენი ხალხი გადის, მაშინ რა გინდა პოლიტიკაში,“ - ამბობს ნაცვლიშვილი.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი