ჩემი ოჯახის წევრები არიან ემიგრაციაში, მამაჩემი ისე გარდაიცვალა, რომ ჩემმა ძმამ ვერ მოუსწრო - დეკანოიძე
„ჩემი ოჯახის წევრები არიან ემიგრაციაში, მამაჩემი ისე გარდაიცვალა, რომ ჩემმა ძმამ ვერ მოუსწრო,“ - ამის შესახებ „რეაქციაში“ დეპუტატი ხატია დეკანოიძე საუბრობს.
ხატია დეკანოიძე ემიგრანტთა რიცხვის ზრდაზე საუბრობს და ამბობს, რომ თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს ემიგრაციაში წასული წევრი. დეკანოიძე ემიგრანტების არჩევნებში აქტიურად ჩართვის მნიშვნელობაზე საუბრობს.
ქუთაისში ყოველ მეორე სახლში ჩამქრალია შუქი, ან თუ ჩამქრალი არ არის, ადამიანია წასული, დედები არიან წასული. როდესაც სტატისტიკაზე ღლიცინებენ და ხუმრობენ, მაგალითად, დედაჩემი რომელიც ყოველ დღე ელაპარაკება ჩემს ძმას შორს, დღეებს ითვლის, როდის ჩამოვა.
2020-2022 წლამდე 394 თანამდებობის პირმა, მისმა ოჯახის წევრმა მიიღო საჩუქარი, რომლის ჯამური ღირებულება არის 27,8 მილიონი ლარი.
მოსამართლეების საჩუქარი სამი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 7 მილიონი ლარია. ეს არის დეკლარაციებიდან ამოღებული,“ - ამბობს დეკანოიძე.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი