ხუნდაძე საუბრობდა ემიგრაციაზე, რომლის სიძე მექსიკის გავლით ამერიკაში არის დევნილად ჩაბარებული - სიჭინავა

19.03.24 22:23
ხუნდაძე საუბრობდა ემიგრაციაზე, რომლის სიძე მექსიკის გავლით ამერიკაში არის დევნილად ჩაბარებული - სიჭინავა

„ოცნების ერთ-ერთი სპიკერი, დიმიტრი ხუნდაძე გამოდიოდა და ემიგრაციაზე საუბრობდა, რომლის სიძე მექსიკის გავლით ამერიკაში არის დევნილად ჩაბარებული,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბერდია სიჭინავა საუბრობს. 

ბერდია სიჭინავა იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც მოსახლეობის დიდი ნაწილი ემიგრაციაში წასვლას ამჯობინებს. 

ამ ადამიანმა დემოგრაფიულ საკითხებზე ხომ არ შეიძლება ილაპარაკოს, დაცინვაა მოქალაქეების.
იმიტომ კი არ მიდიან მარტო, რომ სოციალური უთანასწორობაა, სამართლიანი წესრიგი არ არსებობს ქვეყანაში. ყველაზე დიდი წილი, რომლებიც გადიან, არიან ახალგაზრდები, რომლებიც ამ ქვეყნის ეკონომიკაში უნდა ქმნიდეს დოვლათს.
ეს ადამიანი, რომელიც მენტალურადაც იმ პარტიას წარმოადგენს, რომელსაც სხვას აბრალებს რომ კავშირშია, ნაცი მდინარაძე, მდინარაძე არის მენტალურად და საქმით ნაცი. მდინარაძემ გადახედოს საკუთარ უმრავლესობას - ბექა ოდიშარიათი დაწყებული, ვასილ ჩიგოგიძით გაგრძელებული და ანზორ ბოლქვაძით - ნაციონალური მოძრაობის ფრაქციას არ ჰყავს ნაცი დეპუტატი, რამდენიც მამუკა მდინარაძეს ჰყავს უმრავლესობაში დღეს. ეს ადამიანები ვინმეს ნაცობაზე რომ საუბრობენ," - ამბობს სიჭინავა.

 

მსგავსი სიახლეები