ოჩამჩირეში რუსული სამხედრო პორტის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს - კადრები ადგილიდან

20.03.24 11:17
ოჩამჩირეში რუსული სამხედრო პორტის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს - კადრები ადგილიდან

 

 

 

პორტი, რომელიც რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ნაწილში სამხედრო გემების განსათავსებლად უნდა გამოიყენოს, თითქმის აშენებულია. აეროგადაღების კამერამ ოჩამჩირეში მიმდინარე სამუშაოები დააფიქსირა. კადრები "ანტისაოკუპაციო მოძრაობას" აფხაზეთში მცხოვრებლებმა მიაწოდოს. კადრებში ჩანს სამშენებლო ტექნიკის ინტენსიური გაადგილებაც და დგინდება, რომ იქ სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინაროებს.

პორტის ტერიტორიაზე  ახალაშენებული კორპუსიც ჩანს. ეს, სავარუდოდ, იმ თანამშრომლების განსათავსებლად ააშენეს, ვინც რუსულ სამხედრო ობიექტს ოკუპირებულ საქართველოში ექსპლუატაცია უნდა გაუწიოს.

პორტის მშენებლობის დროულად დასრულების შესახებ განცხადება რუსეთმა რამდენიმე თის წინაც გააკეთა. მოსკოვის მიზანია, პორტში რაც შეიძლება სწრაფად ჩააყენის რუსული სამხედრო გემები.

"ანტისაოკუპაციო მოძრაობაში" საფრთხეებზე საუბრობენ. მათი თქმით, ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ რუსეთს მეორე ფრონტის გახსნა საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე სურს, რადგან თუ აღინიშნულ პორტში რუსული გემები ჩადგებიან, ეს ადგილი უკრაინის ლეგიტიმური სამიზნე გახდება. 

კადრებში, რომელიც ჩვენმა მეგობრებმა სოხუმიდან, მოგვაწოდეს, კარგად ჩანს, რომ მიმდინარეობს სამშენებლო პროცესი ოჩამჩირის პორტში. 2023 წლიდან აქტიურად დაიწყოს სეპარატისტულმა რეჟიმმა განცხადებების გაკეთება იმის თაობაზე, რომ 2024 წელს ანუ წელს უკვე, უნდა გაიხსნას და ამოქმედდეს ოჩამჩირის პორტი ოღონდ უკვე როგორც სამხედრო პორტი, რომელიც შეიფარებს რუსულ სამხედრო გემებს. რუსები მუშაობენ, სამშენებლო ტექნიკა მოძრაობს მთელ პერიმეტრზე და მიმდინარეობს საკმაოდ აქტიური პროცესი აი, ამ პორტის მომზადების. ცალსახაა ის, რომ რუსეთი ამით შეეცდება, საქართველო ჩაითრიოს ომში. ასე რომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ უკრაინული საზღვაო დრონები იქნება ეს თუ რაკეტები, მიაღწევენ რუსულ გემებს ოჩამჩირის პორტშიც, - ამბობს დავით ქაცარავა. 

მოძრაობა "აფხაზეთისთვის" ლიდერი ნუკრი ნოდია ამბობს, რომ საქართელოს ხელისუფლებამ საქმის კურსში საერთაშორისო პარტნიორები უნდა ჩააყენოს. 

ამ პორტში აღდგენითი პროცესი მიმდინარეობს და ეს შეიძლება, რა თქმა უნდა, უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენოს და ეს გახდეს უკრაინისთვის სამიზნე. ეს პროცესი დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული რეგიონში. ჩვენმა ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო პარტნიორები უნდა ჩართოს საქმის კურსში, - ამბოლბს ნუკრი ნოდია. 

ამ ფონზე კი "ქართული ოცნება" მხოლოდ იმას ამბობს, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედების შესაძლებლობა არ აქვთ.