ამნისტიის კანონპროეტის განხილვა გადაიდო - რისი ეშინია ხელისუფლებას?
ამნისტიის კანონპროეტის განხილვა გადადებულია. უკვე გადაწვეტილია, რომ „გირჩის“ ინიციატივა, რომელიც 5000 პატიმარს ეხება, პარალამენტში სამი თვის განმავლობაში არ განიხალავენ.
ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს,რომ მიზეზი მიხეილ სააკაშვილია, რადგან მუხლები, რომელსაც ეს პროექტი ითვალისწინებს, პრეზიდენტსაც ეხება. "გირჩი" ახლა ხელისუფლებას სთავაზობს, ამნისტიის ალტერნატიული პროექტი დაარეგისტრირონ.
დაჩქარებული წესით გამოდის ისეთი კანონები, რომელიც ამ ქვეყანაში შეიძლება არავის აღელვებდეს. არადა, ამნისტია აღელვებს ათობით ათას ადამიანს, არა მარტო პატიმრებს, მათი ოჯახის წევრებს და ეს, უბრალოდ, უპატივცემლობაცაა, ჩემი აზრით, "ქართული ოცნების" მხრიდან, რომ არ განიხილეს. რომ განხილულიოყო და უარი ეთქვათ, ეს იქნებოდა პოლიტიკური პოზიცია, მაგრამ ასეთი მიდგომა ნიშნავს, რომ საერთოდ არ გვაღელვებს ამ ადამიანების ბედი, არც პატიმრების პრობლემები, არც მათი ოჯახის წევრების პრობლემები, არც ის პროპ;ემები, რომელიც შეიძლება სასამართლოში ან მართლმსაჯულების სისტემაში იყოს. ყოველთვის არის შესაძლებლობა ისე მიიღო კანონი, რომ შეცვალო თუ მაინც და მაინც სააკაშვილი არ მოგწონს, თავისი ამნისტია შემოატანათ, რომელიც სააკაშვილს არ შეეხებოდა, მაგრამ ეს არ გააკეთეს, - ამბობს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ხელისუფლება ყველა ღონეს მიმართავს, რათა წინსაარჩევნოდ მისი მთავარი ოპონენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან არ გამოუშვას.
ყველა გზას გამოიყენებს, იქნება ეს საპარლამენტო დისკუსიის გადადება ამნისტიის კანონთან დაკავშირებით თუ პრეზიდენტის მუქარა და შანტაჟი შეწყალების ბერკეტის არგამოყენებაზე იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ პრეზიდენტი სააკაშვილი არ იყოს თავისუფალი, რადგან მას აღიუქვამს სწორედ მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად, - ამბობს ბოკუჩავა.
კანონპროექტის მიხედვით სხვადასხვა მუხლით გასამართლებული ადამიანებისთვის სხვადასხვა შეღავათი უნდა დაწესდეს. "გირჩის" პოზიციაა, რომ ისეთი სასამართლოს მიერ გასამართლებული ადამიანები, როგორიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, ვერ იქნება ობიექტური და არსებობს რისკი, რმ პატიმრებს ციხეში იმაზე მეტი დროის გატარება მოუწევთ, ვიდრე მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ითვალისწინებს.