გომელაურს პარლამენტში ელოდებიან - შს მინისტრს მწვავე კითხვებით შეიარაღებული ოპოზიცია ხვდება
შს მინისტრს წუთი-წუთზე პარლამენტში ელოდებიან - ვინ ცდილობდა ცესკოს თავმჯდორეზე თავდასხმას მოძრავ ავტომობილში, რა გაარკვია პოლციამ, დაიწყეს თუ არა გამოძიება და გამოკითხეს თუ არა გიორგი კალანდარიშვილი, რომელიც სიცოცლხის ხელყოფის მცდლეობაზე ღია ეთერში საუბრობდა, "ოცნება" კი ამ საქმეს ოპოზიციას უკავშირებდა - ეს იქნება ერთ ერთი მთავარი კითხვა, რომელზეც დღეს ვახტანგ გომელაურს პასუხების გაცემა მოუწევს.
ერთ-ერთი კითხვა შესაძლოა იყოს ცესკოს მოქმედ თავმჯდომარესთან დაკავშირებით. თუ რამე კონკრეტული შედეგია, ეს მათგან პროაქტიურად უნდა გვესმოდეს, იმიტომ, რომ ეს ისეთი ბრალდებაა, ამას თვითონ უდნა იძიებდეს სახელმწიფო და თუ რაიმე მართლა რეალურად მოხდა თვითონვე უნდა ეუბნებოდნენ ხელისუფლებას", - ამბობს პარტია "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი.
ვახტანგ გომელაურთან ოპოზიციას ბევრი კითხვა აქვს, მათ შორის ქვეყნაში ნარკოტიკების უკონტროლო გავრცელება-შემოტანის საქმეებზე და შერჩევით დაკავებულ ნარკორელიზტორებზეც.
ერთ-ერთი საკვანძო საკითხი და კითხვა არის ნარკოპოლიტიკაზე, რომელიც დღეს ერტადერთ რამეზე არის ორიენტირებული, რომ ხელი დააფაროს შემომტანებს და დასაჯოს მომხმარებელი. ეს არ არის არნაირად ორიენტირებული იმაზე, რომ დაიცვას ახალგაზრდა თაობა", - ამბობს "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი.
ნარკოტიკების უკონტროლო გავრცელება-შემოტანის გარდა შს მინისტრთან "ევროოპტიმისტების" წევრს, ხატია დეკანოიძეს გახშირებულ ფემიციდთან დაკავშირებითაც ექნება კითხვები.
საქართველო ფაქტობრივად გადაიქცა გამტარ ტრასად, განსაკუთრებით "ფენტალინის" და ძალიან ბევრი ახალგაზრდა იღუპება. ანუ, რას აკეთებს ამისთვის საქართველოს ხელისუფლება და შსს. ჩვენ გვესმის, რომ ძალიან ბევრი პორბლემაა, რონმელიც ვერ მოგვარდა. ასევე მე მექნება კითხვა ძალიან გახშირებულ ფემიციდის ფაქტებთან დაკავშირებით და იმაზე რომ პრევენციის მექანიზმები საერთოდ არ მუშაობს", - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური 12 საათზე მივა. მინისტრი სესიაზე უწყების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს წარადგენს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. ამის შემდეგ პარლამენტის ტრიბუნა დეპუტატების პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლებს დაეთმობა.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი