"პრეზიდენტის და "ოცნების" დამპლური თამაშები" - ხვიჩია ვეტოს დაძლევაზე
"პრეზიდენტის და "ოცნების" დამპლური თამაშები", - ასე აფასებს "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია "ოცნების" მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას. საუბარია ცესკოს კანონპროექტში შესატან ცვლილებებზე, რომლის თანახმადაც ცესკო ერთპარტიული მმართელობის ქვეშ გადავიდა.
ოპოზიციის წევრი ფიქრობს, ხელისუფლება და პრეზიდენტი ამ მანიპულაციით, ცდილობენ, საზოგადოების ყურადღება ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე გადაიტანონ.
ჩემი აზრით, ეს არის პრეზიდენტის და „ქართული ოცნების“ დამპლური თამაშები, რომ საზოგადოების ყურადღება გადაიტანონ ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც არავის აინტერესებს მოსახლეობაში. აქამდეც ბატონი კალანდარიშვილი იყო ხელმძღვანელი ცესკოსი, ამ ცვლილებების მიუხედავად, იქნებოდა კალანდარიშვილი. ფიზიკურად, არაფერი შეცვლილა ამ თვალსაზრისით, წინა არჩევნებიც ბატონმა კალანდარიშვილმა ჩაატარა და ჩვენ, უბრალოდ, ისე უნდა შევძლოთ მობილიზება, რომ ცესკოს გადასაწყვეტი არ იყოს, პირობითად, გაყალბება-არგაყალბების საკითხი, - ამბობს იაგო ხვიჩია.
9-დან ერთი დათქმა უკვე ოფიციალურად ჩაგდებულია. პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია და ცენტრალური საარჩევნო კომისია ერთპარტიული მმართველობის ქვეშ გადავიდა. არჩევნების წაგების შიშით შეპყრობილი ხელისუფლება მზად არის, ევროკავშირთან მოლაპარაკებები დაბლოკოს.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი