"მოვიკითხავთ, გამოვლენილნი არიან თუ არა დამნაშავეები გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით" - ერგნეთში შეხვედრა იწყება

20.03.24 12:03
"მოვიკითხავთ, გამოვლენილნი არიან თუ არა დამნაშავეები გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით" - ერგნეთში შეხვედრა იწყება

"მოვიკითხავთ, გამოვლენილნი არიან თუ არა დამნაშავეები გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით"  - სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატში რიგით 118-ე შეხვედრა იწყება.

სუს-ის წარმომადგენლის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, ქართული მხარე შეხვედრაზე მოითხოვს ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს 6 მოქალაქის უპირობოდ გათავისუფლებას. 

"განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ყველა ინციდენტს, ეს ინციდენტები გახლავთ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და უკანონო ე.წ. დაკავებები, უკანონო ბორდერიზაციის კუთხით 1 იანვრიდან დღემდე დაფიქსირდა 5 ფაქტი, წინა შეხვედრიდან დღემდე - 3 ფაქტი, რომელმაც მოიცვა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტები. რაც შეეხება უკანონო დაკავებებს, მოგეხსენებათ, რომ დღეის მდგომარეობით უკანონო პატიმრობაში იმყოფება ჩვენი 6 თანამოქალაქე, დღევანდელ შეხვედრაზე მათი გათავისუფლება იქნება დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა. გარდა აღნიშნულია, დადგება საკითხი და მოვიკითხავთ, რა სტადიაშია თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით, არის თუ არა აღძრული საქმე და გამოვლენილნი არიან თუ არა დამნაშავეები", - ამბობს ანთაძე. 

მსგავსი სიახლეები