გახსოვთ ის დრო, როდესაც მთავრობა ხალხზე ზრუნავდა? ეს ჩემი პრეზიდენტობის დროს ხდებოდა - სააკაშვილი
გახსოვთ ის დრო, როდესაც მთავრობა ხალხზე ზრუნავდა და თითოეული ქართველის ბედი გულთან ახლოს მიჰქონდა? ეს ჩემი პრეზიდენტობის დროს ხდებოდა, - ამის შესახებ საქართელოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელშ წერს.
მიხეილ სააკაშვილი იხსენებს ფაქტს, როდესაც სომალელმა მეკობრეებმა ქართველი მეზღვაურები ტყვედ აიყვანეს, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ სპეციალური ჯგუფი შექმნა, რომლის მეშვეობითაც მძევლად აყვანილების გათავისუფლება შეძლო.
მესამე პრეზიდენტი წერს, რომ ქართველ მეზღვაურებთან ერთად თურქი მეზღვაურების დასხნაც მოახერხეს, რომელთაც მან და ერდოღანმა ერთობლივი დახვედრა მოუწყვეს.
გახსოვთ ის დრო, როდესაც მთავრობა ხალხზე ზრუნავდა და თითოეული ქართველის ბედი გულთან ახლოს მიჰქონდა? ეს ჩემი პრეზიდენტობის დროს ხდებოდა.
როდესაც სომალელმა მეკობრეებმა ტყვედ ჩვენი მეზღვაურები აიყვანეს, სპეციალური ჯგუფი შევქმენით, ჩემი თანამებრძოლის, ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კარბელაშვილის ხელმძღვანელობით. ის სომალის საზღვარზე გაემგზავრა და თითქმის ყოველდღე ჩემთან სატელეფონო კავშირზე იყო. ჩემი ნებართვით, გიორგიმ ადგილზე საერთაშორისო შეიარაღებული სპეცრაზმი შეკრიბა და ჩვენ, მეკობრეებისთვის მოულოდნელი რეიდით, გამოვიხსენით არა მხოლოდ ჩვენი მეზღვაურები, არამედ რამდენიმე თურქი მეზღვაურიც.
შემდეგ საპრეზიდენტო თვითმფრინავი მომბასაში გავაგზავნეთ, ხოლო სტამბოლის აეროპორტში ორი ქვეყნის მეზღვაურებს მე და ერდოღანმა საერთო დახვედრა მოვუწყვეთ, რომელიც მთელი მსოფლიოს მედიით გადაიცემოდა. ასე შეძლო პატარა საქართველომ ის, რაც ჩვენზე ბევრჯერ უფრო დიდ და ძლიერ სახელმწიფოებს არ გამოსდიოდათ, - წერს სააკაშვილი.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი