NGO სექტორის ძირითადი ნაწილი გვატყუებს, რომ მათი დაფინანსება გამჭვირვალეა - მდინარაძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს იერიში მესამე სექტორზე მიაქვს - "ქართული ოცნების" უმრავლესობის ლიდერი NGO-ებს ტყუილში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათი ფინანსები გაუმჭვირვალეა.
მდინარაძე ჟურნალისტებთან საუბრის დროს პარლამენტის მიერ 2023 წელს განხილულ რუსულ კანონს ეხმაურება და ირწმუნება, რომ ინიციატივა არა პრორუსული პოლიტიკის გატარებას, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას ეხებოდა.
ვინმემ მიპასუხოს, რაში იხარჯება ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან, აშშ-დან წამოსული გადამხდელის ფული. მე დავასახელებ კარგ მიმართულებას, მაგალითად: სოფლის მეურნეობა, ტრენინგები, დემოკრატიის განვითარება, მაგრამ, როდესაც მიდის საარჩევნო მიზნებისთვის, უმცირესობის მიზნებისთვის - „ვილა მოსავალში“ იციან მათ ზუსტად, რომ ეს დაიხარჯა უმცირესობის უფლებებზე? თუ ის ინფორმაციაა მართალი, რომ ამერიკელი გადამხდელის ფული დაიხარჯა ლგბტ პროპაგანდის მხარეს, რომ, როდესაც ჩვენ კანონს დავწერთ და ამ კვირაში უკვე კანონი მზად იქნება უკვე - ამის წინააღმდეგ როგორ იმოქმედონ. თქვენ ზუსტად იცით, ასეა თუ ისეა? - არ ვიცით. შესაბამისად, ერთი წელია, ჩვენი NGO სექტორის ძირითადი ნაწილი გვატყუებს, რომ გამჭვირვალეა [დაფინანსება]. სინამდვილეში არ ვიცით, რამდენი მილიონი სად და როგორ იხარჯება, არც დოლარი, არც რუბლი და სხვათა შორის, არც ტაივანური და სხვა ვალუტები”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი