დიდი ამბავი, თუ მართლა შვებულებაში გავიდა - მდინარაძე ღარიბაშვილზე
ადამიანმა 3 წელი თავდაუზოგავად იმუშავა და ახლა თუ მართლა შვებულებაში გავიდა, დიდი ამბავი - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
"პარტიული შვებულება თქვენი საქმე არ არის. პარტიული შვებულებები თქვენი საქმე არ არის. ის რომ იყოს საჯარო მოხელე, პრემიერი ან სხვა ასეთ თანამდებობას იკავებდეს, მაშინ ანგარიშვალდებულების ფარგლებში გეტყოდით, რომ შვებულებაშია, ამდენი დღით, ამას აკეთებს, იმას აკეთებს, მაგრამ პარტიული შვებულება ნამდვილად არ არის თქვენი საქმე. ადამიანმა 3 წელი თავდაუზოგავად იმუშავა და ახლა თუ მართლა შვებულებაში გავიდა, დიდი ამბავი, პარტიიდან თან", - ამბობს მამუკა მდინარაძე.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი