გახარიას პარტიის მიერ დაანონსებული 15 მეტროსადგურის მშენებლობა აბსურდი და ტყუილი დაპირებაა - ვიქტორ წილოსანი
გახარიას პარტიის მიერ დაანონსებული 15 მეტროსადგურის მშენებლობა აბსურდი და ტყუილი დაპირებაა - ამის შესახებ თბილისი მერიის ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელი, ვიქტორ წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ბიუჯეტს ამის შესაძლებლობა არ გააჩნია და რომც ჰქონდეს, თანხების არახარჯთეფექტური ფლანგვა ეს იქნება.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ!
გახარიას პარტიის მიერ დაანონსებული 15 მეტროსადგურის მშენებლობა არის აბსურდი და ტყუილი დაპირება.
1. მის მიერ აღნიშნულ დერეფნებზე, არსებული მგზავრთნაკადიდან გამომდინარე ვერც ერთი კვალიფიციური ექსპერტი ვერ დადებს დადებით ტექნიკურ ეკონომიკურ დასაბუთებას.
2. თუ არ იქნება ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთება არც ერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი არ გასცემს დაფინანსების თანხმობას.
3. ბიუჯეტს არ გააჩნია ამის შესაძლებლობა და რომც ჰქონდეს, იქნება თანხების არახარჯთეფექტური ფლანგვა.
ვისურვებდი რომ პოლიტიკოსები გადაეჩვიონ ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანას", - წერს წილოსანი.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი