რუსეთის მიზანია, ოჩამჩირის პორტი საბრძოლო მოქმედებებში ჩართოს - პაატა დავითაია
რუსული სამხედრო პორტი ოჩამჩირეში - უსაფრთხოების ექსპერტები საფრთხეებზე საუბრობენ. პაატა დავითაია ამბობს, რომ რუსეთის მიზანია, აღნიშნული პორტი საბრძოლო მოქმედებებში ჩართოს. მისი თქმით, მოსკოვისთის მნიშვნელოვანია ისიც, რომ პოლიგონი არა რუსეთი, არამედ საქართველოს ტერიტორია იქნება. ამასთან, ექსპერტის თქმით, რუსეთისთის ეს არის დამატებითი ბერკეტი, რომ საქართველოზე ზეწოლა მოახდინოს.
რუსეთის ფედერაცია ამზადებს ოჩამჩირის საზღვაო პორტს საბრძოლო მოქმედებებში ჩასართავად. საბჭოთა კავშირის დროს ეს იყო წყალქვეშა სამხედრო ნავების ბაზა. დღეს მოხდა გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება და აღდგენა ამ ბაზის. დაახლოებით განლაგდება 7 -8 წყალქვეშა ნავი და დაახლოებით 4-5 გემი და დიდი ალბათობით, ეს ბაზა ჩაერთვება საბრძოლო მოქმედებებში. ჯერ ერთი, უფრო სიღრმეშია, ვიდრე ნოვოროსიისკი, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა, მაინც მოწვდება რაკეტები. მეორე თემა, მნიშნელოვანია, რომ თუ დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, ეს არ იქნება რუსეთის ტერიტორიაზე, მესამე - მნიშვნელოვანია იმით, რომ ეს არის ბერკეტები საქართველოს წინააღმდეგ ზეწოლასთან დაკავშირებით და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, მეოთხე მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი ბაზა შავი ზღვის აკვატორიაში, რაც ძალიან საფრთხის შემცველია, - ამბობს „ევროპული დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია.
ოჩამჩირის სამხედრო ბაზა რუსული გემების მისაღებად ემზადება. პორტის შენებლობა, პარტიკულად, დასრულებულია. ოკუპირებულ საქართველოში რუსული პორტი იმდენად მასშტბურია, რომ ერთდროულად 5 სამხედრო გემს და 8 სამხედრო წყალქვეშა ნავს მიიღებს.
პორტის მშენებლობის ამსახველი კადრები "ანტისაოკუპაციო მოძრაობას" აფხაზეთში მცხოვრებლებმა მიაწოდეს. კადრებში ჩანს სამშენებლო ტექნიკის ინტენსიური გაადგილებაც და დგინდება, რომ იქ სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინაროებს.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი