სავარაუდო თავდასხმის მცდელობა ცესკო-ს თავმჯდომარეზე - მდინარაძის თქმით, ყველა განცხადებაზე გამოძიება არ უნდა დაიწყოს
დაიწყო თუ არა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სავარაუდო თავდასხმაის მცდელობაზე გამოძიება? - "ოცნების" უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პირადად კალანდარიშვილისგან თავდასხმაზე მას არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა მიღებული.
მდინარაძის თქმით, ყველა საჯარო განცხადებაზე არ შეიძლება, რომ გამოძიება დაიწყოს.
მდინარაძე ვერ პასუხობს კითხვას, იდგა თუ არა გამოძიების დაწყების აუცილებლობა, როდესაც საქმე ამხელა თანამდებობის პირს ეხება.
ფიზიკურ თავდასხმაზე არ ვიცი, თუ რაიმე გამოძიება არის დაწყებული. ინფორმაცია ჟურნალისტებისგან იყო. ყველა სამართალდამცავი უწყება, არა მხოლოდ საქართველოში, საჯარო განცხადების საფუძველზე იწყებს გამოძიებას. ამ განცხადების დამაჯერებლობის, ასევე იმ ხარისხიდან გამომდინარე, თუ რა მოკვლევა შეიძლება, რომ ჩაატაროს. შემდეგ თუ რეალური ფაქტები, რეალური წარმოდგენები შეიძლება, რომ იყოს ამასთან დაკავშირებით, რომ მართლაც იგეგმებოდა თავდასხმა. ამის შემდეგ შეიძლება, დაიწყოს გამოძიება. ანუ, აპრიორში ყველა საჯარო განცხადება არც ერთ ქვეყანაში არ ხდება გამოძიების დაწყების საფუძველი", - ამბობს მდინარაძე.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი სიცოცხლის ხელყოფის მცდლეობაზე ღია ეთერში საუბრობდა, "ოცნება" კი ამ საქმეს ოპოზიციას უკავშირებდა.
მსგავსი სიახლეები
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია - ნიკა გვარამია
ახმეტელ ექიმს, არჩევნებში მონაწილეობა 5 წლით აეკრძალა, რადგან კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოებრივი ავტორიტეტია და ისიც გასაგები გახდა, რომ სწორედ ამის გამო გაუჩალიჩეს „დანაშაული“ - წერს გვარამია
იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს - ბადრი ჯაფარიძე
საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული - ამბობს ოპოზიციის ლიდერი